შეტევა „ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე

04 იან 2026

ახალი წლის დღეებში, იერიშები განახორციელეს ბრიტანეთმა და საფრანგეთმაც. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ოპერაციის დროს სირიაში მდებარე ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" იარაღის საცავი დაბომბა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ იდენტიფიცირებულია პალმირას მთების ჩრდილოეთით მყოფი ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელ ნივთიერებებსა და იარაღს ინახავდა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა და ყველა თვითმფრინავი დისლოკაციის ადგილს უსაფრთხოდ დაუბრუნდა.