აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ვენესუელაში - გამოხმაურება

04 იან 2026

ნიკოლას მადუროს დაკავებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა მსოფლიო ლიდერების მხრიდან.

კანადის მთავრობა მიესალმება ვენესუელელი ხალხის თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას. 

მადუროსა და მისი ცოლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ვენესუელაში „რეჟიმის დამხობის მცდელობების“ შეწყვეტისკენ მოუწოდებს ჩინეთი აშშ-ს. 

მადუროს დაკავება დაგმო კუბის პრეზიდენტმაც. გერმანიის კანცლერი კი აცხადებს, რომ ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, ბოლო არჩევნები გაყალბდა და გერმანიამ ის პრეზიდენტად არ აღიარა.

აშშ-ის სამხედრო ქმედებებით შეშფოთებულია გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელმაც 5 იანვარს გაეროს საგანგებო სხდომა ჩანიშნა.