ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი

04 იან 2026

პოლიციამ ორი პირი ამხილა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს - ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა.

პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს დაკავებულმა პირებმა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.