04 იან 2026
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და წილკნის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, შობა-ახალი წელი მიულოცეს მიხეილ სარჯველაძემ და თამარ ბაგრატიონმა.
ჯანდაცვის მინისტრი და პირველი ლედი ბავშვებისა და ხანდაზმულების საცხოვრებელ პირობებსა და სერვისებს ადგილზე გაეცნენ.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანია თითოეული ბავშვისა და ხანდაზმული ადამიანისათვის მხარდამჭერი და ღირსეული გარემოს შექმნა.