04 იან 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრებების ეკიპირების დიზაინის კონკურსის გამარჯვებულებს სპორტის მინისტრი შეხვდა.
კონკურსი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს რამდენიმე თვის განმავლობაში შეეძლო.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი პროექტი და სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცათ ფულადი პრიზები.