03 იან 2026
ამ წუთებში დონალდ ტრამპი პირადი რეზიდენციიდან მარელაგოდან განცხადებას აკეთებს სადაც ვენესუელაში განხორციელებულ ოპერაციაზე და ნიკლას მადუროს დაკავებაზე ისაუბრებს. ტრამპის განცხადებით, ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის დროს ამერიკელ სამხედროებს შორის დანაკარგები არ არის, თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე მათგანი დაშავდა.აშშ-ის პრეზიდენტმა სამხედრო ოპერაცია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ავღანეთიდან აშშ-ის გასვლას შეადარა.
„ჩვენ აღარ ვართ დაცინვის ობიექტი“, – თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, სამხედრო ოპერაციას მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან ადევნებდა თვალს და აღფრთოვანებულია ამერიკელი სამხედროების პროფესიონალიზმით.
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ „ძლიერად იქნება ჩართული“ ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის მომავალ საქმიანობაში.აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ნიკოლას მადუროს „ერთი კვირის წინ“ ესაუბრა და უთხრა, რომ „უნდა დანებებულიყო“.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ნიკოლას მადურო და მისი ცოლი საკუთარ სახლში დააკავეს და ამჟამად ისინი ამერიკის სამხედრო გემზე იმყოფებიან.დონალდ ტრამპის თქმით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარდგებიან.