03 იან 2026
რთული მეტეოროლოგიური პირობების და განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობის გამო, მატარებლების გადაადგილებისას გზაზე პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი.
"არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.
იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნულია განცხადებაში.