03 იან 2026
ირანის ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. უფლებადამცველი ორგანიზაცiა „ჰენგავის“ ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანია დაღუპული, 80-ზე მეტი კი დაკავებული, რომელთა შორისაც არიან ქალები და ბავშვები. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური პრობლემების გამო დაიწყო.
ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და მოვაჭრეები გამოვიდნენ, 30 დეკემბერს კი მათ სტუდენტები შეუერთდნენ. ირანის უსაფრთხოების ძალები მკაცრი ზომებით დაემუქრნენ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს და მათ, ვინც სიტუაციას „ქაოსის შესაქმნელად იყენებს“.
ასევე, პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, მომიტინგეების ძირითადი ნაწილის გარეთ მყოფმა პირებმა, უცხოელი აქტორებისა და ქვეყნის უსაფრთხოების მტრების ბრძანებით ან ხელმძღვანელობით, სცადეს, ლეგიტიმური პროტესტი დესტრუქციულ და ძალადობრივ ქმედებებად გადაექციათ.