03 იან 2026
1600-ზე მეტი დევნილი ოჯახი, ქუთაისისა და თბილისის საცხოვრებელ კომპლექსებში, ახალ 2026 წელს, გარემონტებული ახლადგადაცემულ ბინებში შეხვდა.
ჭოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, ქუთაისში, დევნილ ოჯახებს ესტუმრა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.