საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

03 იან 2026

ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებები დღეს განახლდება.  კონცერტები 19:00 საათიდან დაიწყება.

ზეიმს  ბენდი Why Not გახსნის. პროგრამის მიხედვით  დღევანდელ კონცერტზე მაყურებლის ასევე  წინაშე  წარსდგებიან ბენდი ასტეროიდი, ირაკლი ფაღავას ბენდი, ბენდი ნიუვანი,ნიკო გორგოშაძე.

საახალწლო  ღონისძიებები ბათუმში 20 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება.