ტრაგიკული ახალი წელი შვეიცარიაში

03 იან 2026

შვეიცარიაში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებისას დადგინდა, რომ  ხანძარი მაგიდის ფეიერვერკმა ე.წ ბენგალიურმა შუშხუნებმა გამოიწვია.

გენერალურმა პროკურორმა ბეატრის პილუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაგიდო ფეიერვერკი ბარის ჭერთან ძალიან ახლოს მიიტანეს და ჭერს ცეცხლი წაეკიდა. სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში კატასტროფას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 119 კი დაშავდა, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირებას შესაძლოა დღეები დასჭირდეს. ექსპერტები ამ მიზნით სტომატოლოგიურ და დნმ-ის ნიმუშებს იყენებენ.

მომხდარი ტრაგედიის გამო შვეიცარიაში 5 დღიანი გლოვა გამოცხადდა.