სამინისტროები 2025 წელს აჯამებენ

31 დეკ 2025

განათლების რეფორმას და უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელში უფასო სწავლებას - 2025 წლის მთავარ მიღწევად ასახელებენ განათლების სამინისტროში. დაანონსებული რეფორმა მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.
ამ ეტაპზე კი სასკოლო რეფორმის აქტიური განხილვა მიმდინარეობს რეგიონებში, ასევე მომავალი წლიდან ცვლილებები შეეხება სასკოლო სახელმძღვანელოებსაც. გასულ წელს აფასებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც.
მინისტრის განცხადებით გატარდა არა ერთი რეფორმა, მათ შორის ჩანაცვლებითი თერაპიის სისტემის ცვლილება. 2025 წელი წარმატებული იყო ქართველი სპორტსმენებისთვის, ისინი საერთაშორისო ტურნირებიდან ათას 900ზე მეტი მედლით დაბრუნდნენ.