კენედის შვილიშვილი ლეიკემიის იშვიათი ფორმის შედეგად გარდაიცვალა

31 დეკ 2025

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის შვილიშვილი, ტატიანა შლოსბერგი, სამშაბათს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ნოემბერში მას ლეიკემიის იშვიათი ფორმა დაუდგინეს. ის 35 წლის იყო. მისი გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა.
„ჩვენი მშვენიერი ტატიანა დღეს დილით გარდაიცვალა. ის ყოველთვის ჩვენს გულებში იქნება“, - წერს ოჯახი.
შლოსბერგი კლიმატის ცვლილებისა და გარემოსდაცვითი ჟურნალისტი იყო და ჯონ კენედის ქალიშვილის, ყოფილი აშშ-ის დიპლომატის, კეროლაინ კენედის და დიზაინერ-მხატვრის, ედვინ შლოსბერგის მეორე შვილი. ის აკრიტიკებდა  თავის ბიძაშვილს, აშშ-ის ჯანდაცვის მდივან რობერტ კენედი უმცროსს, ვაქცინებისადმი სკეპტიკოსობისა და კიბოს კვლევის დაფინანსების შემცირების გამო.