31 დეკ 2025
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის გადაწყვეტილებას სომალილენდის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურად აღიარების შესახებ უკანონო და მიუღებელ ნაბიჯს უწოდებს, რომელიც სომალის ნახევარკუნძულზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
სტამბოლში ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მოჰამუდმა განაცხადა, რომ ისინი მადლიერნი არიან საერთაშორისო პარტნიორების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისრაელის მიერ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას.
ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 26 დეკემბერს ოფიციალურად აღიარა სომალილენდის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ. სომალილენდი ოფიციალურად 1991 წელს გამოეყო სომალის და მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს ის არ უღიარებიათ, რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო იქ წარმომადგენლობით ოფისებს ინარჩუნებდა.