31 დეკ 2025
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შემაჯამებელი განცხადება გააკეთა. მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე წელს განხორცილებულ და მომავალი წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრმა 2025 წლის განსაკუთრებულ მიღწევად უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის 6-მილიარდიანი ინვესტიცია დაასახელა.
საუბარია, “ემაარ ჯგუფის” მიერ საქართველოში ორი მსხვილი პროექტის განახორციელებაზე თბილისსა და გონიოში. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომელიც უკვე დასრულდა.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ შემოსავლები გაიზარდა ტურიზმსა და ავიაციის სფეროში მაღალი მაჩვენებლებით. სტუმართმასპინძლობის სფეროდან ბიუჯეტში 3 მილიარდ 7 მილიონი ამერიკული დოლარი შევიდა. მინისტრის ინფრომაციით, მომავალ წელს დასრულდება ბაქო-თბილისი- ყარსის პროექტი. აქტიურ სამშენებლო ფაზაში გადავა ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა კი საუკუნის პროექტად რიკოთის უღელტეხილის 52-კმიანი მონაკვეთის დასრულება დაასახელა. რევაზ სოხაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის, რაც ეკონომიკურ განვითარებასა და სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.