31 დეკ 2025
ხულოს მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა გრძელდება. უკვე დასრულებულია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზების წმენდა, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა. ე
ლექტროენერგია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება, თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მათი განცხადებით ელექტროენერგიის აღდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.