31 დეკ 2025
გერმანიაში მძარცველებმა საშობაო არდადეგების პერიოდი გამოიყენეს ბანკის სეიფში შესაღწევად და მომხმარებლების სადეპოზიტო ყუთებიდან მინიმუმ 10 მილიონი ევროს ღირებულების თანხა და ძვირფასი ნივთები მოიპარეს-აცხადებს პოლიცია. მძარცველებმა სქელი ბეტონის კედელი გაბურღეს, შემდეგ კი რამდენიმე ათასი სეიფი გატეხეს და მილიონობით ევროს ოდენობის თანხა მოიპარეს- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
გერმანიაში საშობაო პერიოდში მაღაზიებისა და ბანკების უმეტესობა 24 დეკემბრის საღამოდან დაიხურა და პოლიციამ ხვრელი მხოლოდ ორშაბათს, 29 დეკემბერს, გამთენიისას, ხანძრის სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ აღმოაჩინა. მომხდარის შემდეგ ბანკის წინ ათობით გაბრაზებული მომხმარებელი შეიკრიბა და ბანკში შესვლას მოითხოვდა.
ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადებით, სეიფს 25 წელია იყენებდა და მასში მისი დანაზოგი იყო სიბერისთვის. კიდევ ერთმა მამაკაცმა განაცხადა, რომ თავის სადეპოზიტო ყუთს ოჯახისთვის ნაღდი ფულისა და სამკაულების შესანახად იყენებდა. პოლიცია მძარცველების კვალზე ჯერ ვერ გავიდა.