ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია

20 აგვ 2025

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა აქვთ  ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

პარალელურად, 21 აგვისტოს 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებები შეიტანონ.