ირაკლი კობახიძის განცხადება უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

20 აგვ 2025

ევროკომისიის ულტიმატუმს, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხება, დღეს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე განცხადებები ორმაგი სტანდარტის გამოხატულება და შანტაჟია, მაგალითად კი პრემიერს მოლდოვის მაგალითი მოჰყავს.