მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ საქართველო მსოფლიოში მეოთხეზეა

30 დეკ 2025

მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილს იკავებს.

ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.