30 დეკ 2025
ბათუმის ბულვარის მიმდებარე სანაპირო ზოლის გაწმენდის და აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროცესში სპეცტექნიკა, ბათუმის ბულვარის და სანდასუფთავების მობილური ჯგუფები არიან ჩართულები.
ბათუმში განვითარებული უამინდობისა და ზღვაზე 7 ბალიანი შტორმული ვითარების შედეგად, ბულვარის სანაპიროს პრომენადი ქვაღორღით დაიფარა.
ცალკეულ ლოკაციებზე აღინიშნებოდა დატბორვა და ინფრასტრუქტურის დაზიანებები. თუმცა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოვლენილა.
ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის პირვანდელი იერსახის აღდგენა უმოკლეს დროში დასრულდება.