ოთარ ფარცხალაძის სასამართლო პროცესი

30 დეკ 2025

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე  სასამართლო მსჯელობს.  ბრალდება მის მიმართ წინასწარ პატიმრობასა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს.
ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად  დაასახელა .
უწყების მტკიცებით, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ბიზნესმენის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა.