30 დეკ 2025
ოთარ ფარცხალაძის საქმეს აფასებენ პოლიტიკოსები. გახარიას პარტიის წარმომადგენელი ტატა ხვედელიანი ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მსგავს გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობს და ამბობს რომ ქვეყანაში ქაოსია და სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა აჩვენებს , რომ კრიმინალი,კორუფცია და სახელმწიფო ერთმანეთთან შერწყმულია.
ქართული ოცნების წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით , კი უკვე მსჯავრდებული ფარცხალაძის რუსეთიდან ექსტრადირების საკითხი გართულდება დიპლომატიური ურთიერთობის არქონის გამო,თუმცა აუცილებელია საქმის დეტალური გამოძიება.