მემარცხენე ალიანსის ბრიფინგი

30 დეკ 2025

ევროპა, საქართველო და 2026 წელი“-პარტია მემარცხენე ალიანსმა ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.
სოსო შატბერაშვილი საქართველოს მთავრობას მიმართავს გააკეთონ განცხადება, აპირებენ თუ არა ევრობიუროკრატების მოთხოვნის შესრულებას და მისი თქმით,  ქვეყნის მართვის სადავეების მათთვის გადაცემას.
ასევე გეგმავს თუ არა ხელისუფლება  კონსტიტუციაში ჩაწერილი, 78-ე მუხლის გადასინჯვას, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ზომების მიღებას ავალდებულებს.
შატბერაშვილისთვის გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც მისი თქმით, კვლავ ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილს ეფუძნება. მაშინ როდესაც მემარცხენე ალიანსის ლიდერის განცხადებით,  ევრობიუროკრატების მხრიდან ითქვა, რომ   ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.