„მე მომავალში“ - საინფორმაციო კამპანია

30 დეკ 2025

ანტინარკოტიკული კამპანიის „მე მომავალში“ პირველი ეტაპი დასრულდა. შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, ათეულობით სკოლაში შეხვედრები ჩაატარეს, რომელშიც  3500-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ, ესეებისა და კომიქსების კონკურსში. საუკეთესო ნამუშევრები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი ჯილდო გადაეცათ. პროექტის მიზანია, მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.