სამშენებლო სამუშაოს წარმოების დროს უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

30 დეკ 2025

პოლიციამ მარნეულში სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული მძიმე ტექნიკით გზის გაყვანით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რკინის მილი  - 67 წლის  პირს დაეცა. მიღებული დაზიანების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული  5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.