ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს

30 დეკ 2025

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს. სხდომა 14 საათზე ჩაინიშნა. ბრალდება ოთარ ფარცხალაძისთვის წინასწარ პატიმრობასა და მის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას მოითხოვს.
ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად   დაასახელა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა.
უწყების მტკიცებით, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ბიზნესმენის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა. შეგახსენებთ, უშუალოდ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს.