30 დეკ 2025
გარემოსდაცვით მიმართულებებზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა გურჯაანის ტექნოპარკში.
შეხვედრას 24 საჯარო სკოლის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მოსწავლეები.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ნარჩენების მართვისა და პლასტიკის მოხმარების შემცირების მნიშვნელობის შესახებ.