ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკ 2025

ქობულეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 101 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა,  სადაც მერიის სარეზერვო ფონდი 300-ათასი ლარია, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერი 46-მილიონ ლარს აღემატება.
2026 წლის ბიუჯეტის  მიხედვით  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 16 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურის სფეროსთვის  41 მლნ ლარია გამოყოფილი, განათლება და კულტურის მიმართულებით კი 15 მლნ ლარზე მეტი. 9 მილიონი დაიხარჯება გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულ პროგრამებზე.
საკრებულოს სხდომაზე მერიის საშტატო ნუსხისა და ხელფასების საკითხზეც იმსჯელეს. საკრებულოს სხდომაზე პარტია "ლელო ძლიერი საქართველო"-ს წევრმა კითხვები დასვა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, მიტოვებულ მშენებლობებსა და სოფლებში წყლის პრობლემაზე.  მას მერის მოადგილემ უპასუხა, რომელმაც თქვა  რომ საკითხებზე მუშაობა მიმდინარეობს.