29 დეკ 2025
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, ტელეკომპანია ფორმულას უჩივის. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნა, რომ არხზე გასული სიუჟეტი მისი და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
კინორეჟისორი საქართველოში არსებულ მედიატერორზე საუბრობს და აცხადებს, რომ ცილისწამებისგან დაცული არ არიან, რადგან სახელმწიფოს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
მისი თქმით, აპირებს მიმართოს პარლამენტს, რომ მოხდეს კანონის მიღება, რომელიც ადამიანს მსგავსი ცილისწამებისგან დაიცავს.
ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ყველა ტყუილისთვის იგი კომპენსაციის სახით მილიონ ლარს ითხოვს, რომელსაც სპეციალურად შექმნილ ფონდში გადარიცხავს. მისი თქმით, აღნიშნულ ფონდში შესული თანხა ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცილისწამების მსხვერპლნი არიან.