ბათუმელი მოკრივეების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე

29 დეკ 2025

გორში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე კრივში წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის ხუთი მედალი მოიპოვეს. 
ქალთა შორის 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ნინო ჩიტაძე, 65 კილოგრამში ოქროს მედალი მოიპოვა ლორენა სურმანიძემ.
მეოთხედ იზეიმა ეროვნულ ჩემპიონატებში გამარჯვება ლუკა მაჭიტაძემ, რომელიც 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
75-შ- ვიცე-ჩემპიონი საბა პაპაძე გახდა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლინდა ჯაიანი კი ბრინჯაოს დასჯერდა.