29 დეკ 2025
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაკარგულად გამოცხადდა ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად. ვალენსიაში, სადაც გასული წლის ოქტომბერში გამანადგურებელმა წყალდიდობამ 220-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და მილიარდობით ევროს ზარალი გამოიწვია, ხელისუფლებამ კვირა საღამოს მოქალაქეები სატელეფონო შეტყობინებებით განგაშის უმაღლესი წითელი დონის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა მათ, დარჩნენ სახლეში და შემაღლებულ ადგილებში.
ესპანეთის რვა პროვინციაში ნარინჯისფერი განგაშის დონე გამოცხადდა. მოქალაქეები საკუთარი თავის ან ქონების სერიოზული რისკების შესახებ გააფრთხილეს და მოუწოდეს მზად ყოფილიყვნენ ამინდის გაუარესებისთვის.