სპეცოპერაცია თურქეთში-ლიკვიდირებულია  „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მებრძოლი

29 დეკ 2025

თურქეთში ლიკვიდირებულია  „ისლამური სახელმწიფოს“ ექვსი მებრძოლი-ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.  მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ეჭვმიტანილ მებრძოლებთან შეტაკების დროს დაიღუპა სამი  და დაშავდა რვა პოლიციელი.  
სტამბოლის სამხრეთით, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, იალოვის პროვინციაში პოლიციის ჯგუფებმა ღამით ოპერაცია დაიწყეს სახლში, სადაც სავარაუდოდ ბოევიკები იმყოფებოდნენ. ადგილზე მისულ პოლიციას მათ   ცეცხლი გაუხსნეს.  
პოლიციის ოპერაციაში ჩართული იყო პოლიციის ვერტმფრენიც, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის  დამატებითი ძალები და  რამდენიმე სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანა.  გასულ კვირას თურქეთის პოლიციამ დააკავა „ისლამური სახელმწიფოს“ 115 ეჭვმიტანილი წევრი, რომლებიც, მათი თქმით, შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ.