კოსოვოს საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი პრემიერის პარტიამ გაიმარჯვა

29 დეკ 2025

კოსოვოს  საპარლამენტო არჩევნებზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ალბინ კურტის პარტიამ, „თვითგამორკვევამ“ გაიმარჯვა. 
პარტია, რომელმაც  ამომრჩეველთა ხმების 49,8% მიიღო, ახალ პარლამენტში ადგილების თითქმის ნახევარს მიიღებს და ეთნიკურ უმცირესობებთან ერთად სამთავრობო უმრავლესობას შექმნის.
ოპოზიციურმა „კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ“ და „კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ“ მე-2 და მე-3 ადგილები გაინაწილეს.
მეოთხე ადგილზე გავიდა „კოსოვოს მომავლის ალიანსი“, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაი უდგას სათავეში.
მმართველი პარტიის მომხრეებმა პრიშტინაში  გამარჯვება ქუჩებში მსვლელობებითა და ფეიერვერკებით აღნიშნეს.  პრემიერმა კურტიმ კენჭისყრას „თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული“ უწოდა.