29 დეკ 2025
უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მნიშვნელოვანი შეხვედრა დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე სამშვიდობო გეგმის „ყველა ასპექტი“ განიხილეს და მისი ტქმით, 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის „90% შეთანხმებულია“.
ზელენსკიმ ტერირორიულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინას დონბასთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
ზელენსკისთან შეხვედრამდე, აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა და დაახლოებით საათსა და თხუთმეტ წუთს გაგრძელდა.უშაკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ყურადღებით მოისმინა რუსეთის შეფასება შეთანხმების მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
პუტინი და ტრამპი მსგავს პოზიციებს იზიარებენ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ კონფლიქტს გაახანგრძლივებს. მისი თქმით, საომარი მოქმედებების საბოლოოდ შესაჩერებლად, უკრაინულმა მხარემ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.