რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში

29 დეკ 2025

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისმა ძალებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში კიდევ ექვსი დასახლებული პუნქტი დაიკავეს, ხოლო უკრაინამ იმავე დღეს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს.  
იმავე დღეს რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები დაბომბეს, ხოლო  რუსეთის  საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 370 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ  ანგარიშსში კი აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რუსულ სამიზნეებზე, მათ შორის შეკრების ზონებსა და სამეთაურო პუნქტებზე, იერიში მიიტანეს.  
უკრაინულმა ჯარებმა სლობოჟანსკის, კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებით რუსული შეტევები მოიგერიეს.უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მტკიცებით, დილით ადრე რუსეთის სამარის რეგიონში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განახორციელეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინის არმიამ სხვა რუსულ სამიზნეებსაც შეუტია, მათ შორის უპილოტო ნავების საწყობს, ბორნის გადასასვლელებს და უპილოტო საფრენი აპარატების შესანახ ადგილს.