თურქეთში პოლიციის ოპერაციის დროს პოლიციელები დაშავდნენ

29 დეკ 2025

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე  იალოვის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო მებრძოლებთან შეტაკების დროს შვიდი თურქი პოლიციელი დაშავდა.
ინფორმაციას ტურქეთის სახელმწიფო მაუწყებელი ტე-ერ-ტე ჰაბერი ავრცელებს. მაუწყებლის განცხადებით, პოლიციის ჯგუფებმა ოპერაცია დაიწყეს სტამბოლის სამხრეთით, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, ქალაქ იალოვასთან ახლოს მდებარე სახლში, სადაც სავარაუდოდ მებრძოლები იმყოფებოდნენ.  
პოლიციის ოპერაციის დაწყებისას ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს.  გასულ კვირას თურქეთის პოლიციამ დააკავა „ისლამური სახელმწიფოს“ 115 სავარაუდო წევრი, რომლებიც, მათი თქმით, ქვეყანაში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ. სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მებრძოლები,  არამუსლიმებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.