ინდონეზიაში მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

29 დეკ 2025

ინდონეზიის ქალაქ მანადოში, სულავესის კუნძულზე, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  მოხუცებულთა თავშესაფარში  ხანძარი კვირას  გვიან ღამით გაჩნდა . ხელისუფლება ცეცხლის გაჩენის  მიზეზებს  იძიებს- განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.    თავსესაფრის ბინადრები, რომელთა უმეტესობა მოხუცი იყო, შენობაში იყვნენ ჩარჩენილები. რამდენიმე ადამიანის დროულად ევაკუაცია მოხდა,  სამმა ადამიანმასხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო.