რეგულაციები პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის შესახებ

29 დეკ 2025

პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. 
განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში პლასტმასის ბოთლებით სასმელის შესყიდვის შეზღუდვა უნდა მოხდეს . განიხილეს რეგულაციების ამოქმედების ვადები.