28 დეკ 2025
ჯგუფი დრონი, მარიკა თხელიძე, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები და დათუნა მგელაძე - ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით ახლა ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს.
მსმენელის წინაშე წარსდგება ნიკოლ შოუ და გობლინებიც. საახალწლო პროგრამა მოიცავს აქტივობებს ბავშვებისთვისაც - პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავენ. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
წინა საახალწლო კონცერტები საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და ორგანიზაცია, შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.