„მაკნატუნა“ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის

28 დეკ 2025

პროგრამის "სიყვარულით თქვენთვის“ ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის წინასაახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს, რომელიც გასართობ აქტივობებს, საბავშვო სპექტაკლებსა და წინასაახალწლო საჩუქრების დარიგებას მოიცავს.
საქველმოქმედო აქტივობას დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მასპინძლობდა. სცენაზე პატარებისთვის სპექტაკლ ,,მაკნატუნას“ ჩვენება მოეწყო. მსგავსი  ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში -თბილისში, ბორჯომში, სენაკში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა და მასში 1000-მდე აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.