საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

28 დეკ 2025

არტ სტუდია და სოციალური საწარმო „ანდამატის" მოსწავლეებმა ერთდღიანი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული და გრაფიკული დაახლოებით 1000 ნამუშევარი .
გამოფენაზე ასევე გამოიფინა აჭარის მუზეუმში შესრულებული ნამუშევრები. ღონისძიება პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა როგორც მოსწავლეების შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენას, ასევე ქველმოქმედებას.