მარნეულში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

18 აგვ 2025

მარნეულში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა - ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მარნეულში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა ეჭვიანობის ნიადაგზე დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა, ხოლო მისმა თანმხლებმა პირებმა დაზარალებულზე  იძალადეს, პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.