საახალწლო ტურნირი კარატეში

28 დეკ 2025

აჭარის ღია პირველობა - ამ სახელწოდებით, კარატეში საახალწლო ტურნირი გაიმართა. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული 150 კარატისტი მონაწილეობდა.
შეჯიბრება 18 წლამდე ასაკის კატეგორიას მოიცავდა, გამარჯვებულები პრიზებით დააჯილდოვეს. ტურნირი ტრადიციულია და ყოველწლიურად იმართება.