უხარისხოდ დაგებული გზები და მითვისებული თანხები - სასამართლო პროცესი

28 დეკ 2025

4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. დაკავებულია 4, პასუხისგებაშია მიცემული 11 პირი.  
დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა შპს "ქროსფოინთის" სახელით სამუშაოების შემსრულებელი ორი პირი, კომპანიის დირექტორი და კონტროლზე პასუხისმგებელი ორი ადამიანი.
ბრალდებულები საგზაო სამუშაოების დროს ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2 მილიონზე მეტ ლარს დაეუფლნენ. მეორე საქმე ეხება კასპის მუნიციპალიტეტში ქრთამის აღებას.
დაკავებულები არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ერთი მოქალაქე. მესამე საქმეზე, რომელიც ყალბი ვალუტის დამზადება-გასაღებას ეხება, ერთი პირი თბილისში აიყვანეს.
თაღლითობის ფაქტზე ასევე დაკავებულია შპს "ნიუ პასაჟის" დირექტორი, პასუხისგებაში მიეცა საზედამხედველო კომპანია "თი აი ჯი ეი აუდიტ-ესკორტის" ორი თანამშრომელი