ბაჩო ახალაიას საქმე - შეფასებები

28 დეკ 2025

რა კავშირი აქვს ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის მოვლენებთან. სამართლებრივი პროცესების პარალელურად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლის საქმე კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ახალაიას დაკავებით ხელისუფლება სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ცდილობს. ყოფილი პრემიერის თანაპარტიელები კი ითხოვენ, ე. წ. მშვიდობიანი დამხობის პროცესში მონაწილეებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ.
მმართველი გუნდი საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილ ინფორმაციას ენდობა და დარწმუნებულია, რომ ბრალდებული გადატრიალების ფარულ კოორდინაციას ახდენდა.