სამომხმარებლო ფასების რეგულირება

28 დეკ 2025

როდიდან იქნება შესაძლებელი ფასების კორექტირება სამომხმარებლო ბაზარზე? - მაღალი ფასნამატი და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები კვლავ პოლიტიკური ბრალდებების საგანია.
ცნობილია, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამ პრობლემის შესასწავლად საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება, რომლის მუშაობაშიც ჩართვას აპირებენ გახარიას გუნდის წევრები, ოპოზიციის ნაწილი კი პრემიერის ინიციატივას აკრიტიკებს და ბიზნესის რეპრესიების საფრთხეზე საუბრობს.
მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ დაცული იქნება როგორც მომხმარებლების, ასევე კერძო სექტორის ინტერესები.