28 დეკ 2025
კოსოვოში ბოლო 11 თვის განმავლობაში უკვე მეორედ იმართება საპარლამენტო არჩევნები. უმრავლესობის მოსაპოვებლად პრემიერ-მინისტრ ალბინ ქურთის „თვითგამორკვევის მოძრაობა“ იბრძვის.
პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში თებერვლის არჩევნების შემდეგ გამწვავდა, როდესაც ალბინ ქურთის პარტიამ ვერც უმრავლესობის მოპოვება და ვერც კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლო.
შედეგად, პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი იძულებული გახდა პარლამენტი დაეთხოვა და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. ხანგრძლივმა პოლიტიკურმა კრიზისმა კოსოვოს ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა, სერბეთთან 2023 წელს დაძაბულობის გამო, ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესა.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ შეზღუდვები მას შემდეგ მოიხსნება, რაც ეთნიკურად სერბ მერებს არჩევის შესაძლებლობას მისცემენ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში.