ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის მოლოდინში

28 დეკ 2025

ფლორიდაში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 13:00-ზე და თბილისის დროით 22:00 საათზე ორი ქვეყნის ლიდერი ორმხრივ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში დაგეგმილ შეხვედრაზე დასასწრებად უკრაინის დელეგაცია უკვე ჩავიდა.