28 დეკ 2025
უკრაინის პრეზიდენტი კანადაში პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მშვიდობისთვის რუსეთის სურვილია საჭირო.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საუბრის ყველა მონაწილე შეთანხმდა რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს. ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართულ საუბარს ფინეთის პრეზიდენტმა წარმატებული უწოდა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარება არ შეფერხდება.